მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ დაიწყო "თიბისის" 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე გამოძიება?-"გარკვეული ტიპის კითხვები ჩვენც გვაქვს"

5d46930ae23e9
BM.GE
04.08.19 12:15
678
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელს "თიბისის საქმეზე" დღესაც აქვს კითხვები, რატომ დაიწყო გამოძიება 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე.

„სამწუხაროდ იურისტი არ ვარ, რომ მეტი დეტალი ვიცოდე. იმ მოცემულობით, რაც არის გარკვეული ტიპის კითხვები ჩვენც გვაქვს, რომელზეც პასუხს მეც ველოდები, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რატომ დაიწყო გამოძიება 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე.

თავად ფაქტის შეფასებისას, ვთქვი კიდეც, რომ ძალიან სამწუხაროა, მთლად კანონიერად ვერ იყო საქმე, მაგრამ თვითონ კვალიფიკაციის ნაწილში ჩემი აზრით, აქ დამატებითი ინფორმაციები საჭიროა“-აცხადებს გადაცემაში "ფორბსის კვირა" რომან კაკულია.

შეგახსენებთ, პროკურატურა „თიბისის“ დამფუძნებლებს ფულის გათეთრებას ედავება. სადავო ტრანზაქცია 2008 წელს არის შესრულებული.

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება  2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2018 წლის 01 აგვისტოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწოდებული წერილობითი ინფორმაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები