ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე რამდენი წუთის წინ საქალაქო სასამართლოში დაკითხეს. დაკითხვის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითადად საუბარი იყო იმაზე, თუ მას რატომ მიმაჩნია აქციები რომელიც, ნოემბერ-დეკემბერში იმართებოდა, რატომ იყო კარგი და მნიშვნელოვანია.
ამასთან, როგორც გიორგი მშვენიერაძემ თქვა, მას დაუსვეს კითხვა თუ ვინ იყო გასული წელის პროტესტის ორგანიზატორი, რაზეც მან უპასუხა რომ ირაკლი კობახიძე.
"პროკურატურის წარმომადგენლებს ან არ ჰქონდათ წაკითხული ორგანიზაციის წესდება ან აინტერესებდათ, მე რამდენად კარგად ვიცოდი იმ ორგანიზაციის წესდება, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც ვარ. ვფიქრობ, ეს გამოცდა კარგად ჩავაბარე.
მათ ჰქონდათ შეკითხვები დაკავშირებული ჩემს ზოგიერთ "ფეისბუქ" პოსტთან დაკავშირებით. ამაყი ვარ, რომ ეს პოსტები მიწერია და მომავალშიც დავწერ. ძირითადად, საუბარი იყო რატომ მიმაჩნია აქციები რომელიც, ნოემბერში, დეკემბერში ქუჩაში იმართებოდა კარგი და მნიშვნელოვანია.
ასევე მკითხეს ვინ იყო ორგანიზატორი 2024 წლის პროტესტის, მე დავუსახელე ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელმაც 28 ნოემბერს თავისი განცხადებით, ფაქტობრივად მთელი საქართველოს მობილიზება გააკეთა და ხალხის ქუჩაში გამოსვლა უზრუნველყო საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად. იმედია ბატონ ირაკლის კითხავენ, რატომ გააკეთა ეს.
ასევე ზოგიერთი კითხვა იყო დაკავშირებული შესყიდვის დოკუმენტებთან და რაზეც მქონდა ინფორმაცია გავუზიარე, თუმცა არ ყოფილა არცერთი დოკუმენტი რომელშიც უკანონო საგანია შესყიდული", - განაცხადა მან.




























