მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დანერგა საქართველოს ბანკმა Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი? - ინტერვიუ ტექნოლოგიურ თრაიბ ლიდთან

Starlink BOG
სტატიაში საუბარია:

გასულ წელს, საქართველოში ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტი, Starlink-ი ამოქმედდა. ამ დროისთვის, პლანეტაზე ინტერნეტის მიწოდებას Starlink-ი დედამიწის ორბიტაზე განთავსებული 5,400-ზე მეტი თანამგზავრით ახერხებს. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი დედამიწასთან უფრო ახლოს მდებარეობს, ვიდრე სხვა თანამგზავრები, Starlink-ის ინტერნეტი მაღალი სიჩქარით და დაყოვნების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება.

ჩვენს ქვეყანაში SpaceX-ის ინოვაციის გამოჩენის შემდეგ, Starlink-ის სატელიტური ინტერნეტით ბევრი კომპანია დაინტერესდა და ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელმაც ეს ტექნოლოგია მალევე დანერგა - საქართველოს ბანკი იყო. როგორც კომპანიაში ამბობენ, Starlink-ის ინტერნეტი დაზღვევის მიზნით შემოიყვანეს, ხოლო მისმა ხარისხმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რატომ დანერგა საქართველოს ბანკმა ეს ინოვაცია და კონკრეტულად რაში იყენებენ Starlink-ის ინტერნეტს კომპანიაში? ამ და სხვა თემებზე საქართველოს ბანკის ტექნოლოგიურ თრაიბ ლიდს, ზვიად ყვირალაშვილს ვესაუბრეთ.

ზვიად, საქართველო ბანკი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია გახდა ქვეყანაში, რომელმაც Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის გამოყენება დაიწყო. რატომ დანერგა საქართველოს ბანკმა ეს ტექნოლოგია?

ჩვენი მიზანია, ევროპაში და ევროპიდან ჩვენი სერვისების მიგრაციის საშუალება აბსოლუტურად ყველა არხით შეგვეძლოს. ინტერნეტთან დაკავშირებულ სერვისებს საქართველოში ბევრი პარტნიორი კომპანია გვთავაზობს, რაც თავს მდგრადად და დაცულად გვაგრძნობინებს. თუმცა Starlink-ი ტექნოლოგიურად იმდენად განსხვავებულ და უნიკალურ სერვისს გვთავაზობს, რომ უარის თქმა რთული იყო. Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი ჩვენი პროცესების ეფექტიანობის ზრდის საშუალებას მოგვცემს, რაც ქლაუდის ერაში - ძალიან მნიშვნელოვანია.

კონკრეტულად რა მიმართულებით იყენებს საქართველოს ბანკი Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტს და ამ დროისთვის, როგორი უკუკავშირი გაქვთ? კმაყოფილი ხართ თუ არა სერვისით?

Starlink-ის ინტერნეტის მიწოდება ძალიან მდგრადია, ხოლო თავად ინტერნეტის სიჩქარე მაღალია და სიმართლე გითხრათ, სერვისის ხარისხმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. თანაც, SpaceX-ის ინოვაციური გეგმების შესახებ ბევრი რამ ვიცით და დარწმუნებულები ვართ, რომ დროსთან ერთად, ტექნოლოგია მეტად დაიხვეწება. Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტს, ამ ეტაპზე, დაზღვევისთვის ვიყენებთ, ანუ იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტის პროვაიდერ კომპანიებს პრობლემა შეექმნებათ. პროცესში ბევრი სერვისი გავტესტეთ და შედეგებმა, როგორც გითხარით, ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები