კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია, მაკდონალდს საქართველო, დეილი, SPAR Georgia, მაგნიტი... - უკვე 700-მდე გაიზარდა იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვს.
კომპანიებმა საკუთარი პოზიცია ახალ პლატფორმა Free business-ზე დააფიქსირეს, რომელიც სტარტაპერმა გიორგი ჩუგოშვილმა შექმნა. როგორც BMG-ისთვის არის ცნობილი, ამ დროისთვის, Free business-ის გუნდის ვერიფიკაციას 700-ზე მეტი კომპანია გადის, რომელთაც პლატფორმაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ითხოვეს. სრულად პლატფორმის მოთხოვნებთან მიერთების მზაობა 1300-მა კომპანიამ გამოთქვა.
სწორედ ამ კომპანიების რიგებშია One Point, რომელიც უერთდება თავისუფალი ბიზნესების ინიციატივას. მხარს უჭერენ საერთო მოწოდებას არსებული ვითარების სასწრაფო დეესკალაციისთვის.
სტუმარი: ნინო ნიაური - One Point-ის მმართველი პარტნიორი;