საქართველოში LPG საწვავის დეფიციტია. ამის შესახებ Bm.ge-ის ინფორმაცია "თხევადი გაზის ასოციაციის" ხელმძღვანელმა ნიკა ხოფერიამ დაუდასტურა. მისი თქმით, დეფიციტის მიზეზი რუსეთში არსებული ვითარებაა, სადაც ქარხნები შეფერხებით მუშაობს. საქართველოში კი აღნიშნული ტიპის საწვავის იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან ხდება. 2024 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული LPG საწვავის მოცულობამ დაახლოებით 37 000 ტონა შეადგინა.
რაც შეეხება მოხმარების კუთხით არსებულ ტენდეციას, წლიურ ჭრილში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თხევად გაზზე გადასვლის შედეგად მატება 5-10%-ია. თუმცა თუ ბოლო რამდენიმეთვიან ჭრილში ვისაუბრებთ, ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მოხმარება დაახლოებით 30%-იან ზრდას აჩვენებს.
რა ფასად ივაჭრება 1 ტონა ლპგ ბირჟებზე და რა ხდება დღეს ადგილობრივ ბაზარზე?
სტუმარი: ნიკა ხოფერია - საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარე;