მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ემუქრება ტრამპი Wall Street Journal-ს და მის მფლობელს ჩივილით?

უოლ სტრიტ ჯორნალი
BM. GE
18.07.25 23:05
327

ამერიკის შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გავლენიანი ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მფლობელ, რუპერტ მერდოკს ცილისწამებაში სდებს ბრალს და ჩვილით ემუქრება.

საქმე ეხება ჟურნალის მიერ გამოქვეყნებულ მისალოც წერილს, რომელიც, გამოცემის მტკიცებით, 2003 წელს დონალდ ტრამპმა ჯეფრი ეპშტეინს გაუგზავნა. თავისი უდანაშაულობის დასადასტურებლად პრეზიდენტმა გენერალურ პროკურორს, პამ ბონდის ეფშტეინის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა სხდომების ჩანაწერების გამოქვეყნება დაავალა.

ტრამპის გადაწყვეტილების კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ჩანაწერების გასაჯაროება მხოლოდ რეალური პრობლემიდან ყურადღების გადატანას მოემსახურება და ეფშტეინის ნამდვილი მოკავშირეების შესახებ აღნიშნულ დოკუმენტებში არაფერი ეწერება.

აღსანიშნავია, რომ ბონდის ჩანაწერების გამოქვეყნება ერთპიროვნულად არ შეუძლია. მან ახლა სასამართლოს უნდა მიმართოს და დაელოდოს თანხმობას, რაც უიშვიათეს შემთხვევებში ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები