მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ემუქრებიან აშშ და კატარი ევროკავშირს?

ენერგეტიკა
BM. GE
24.10.25 23:59
3019

აშშ-ისა და კატარის მიერ ერთობლივი გაფრთხილების საფუძველზე, ევროკავშირი კრიტიკული ენერგეტიკული რესურსების გარეშე დარჩენის საფრთხის ქვეშ დადგა. მიზეზი თავად ევროპული გაერთიანების მიერ ინიციირებული ახალი კანონია.

“კორპორაციული მდგრადობის ფრთხილი დირექტივა” (CSDDD), რომელიც თხევადი გაზის მიმწოდებლებს ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვითი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვასა და მკაცრ მონიტორინგს ავალდებულებს, მიუღებელი აღმოჩნდა ამერიკელი და კატარელი მწარმოებლებისთვის. მათი განცხადებით, აღნიშნული კანონმდებლობა “ეგზისტენციალურ საფრთხეს” წარმოადგენს ევროკავშირის ენერგოინფრასტრუქტურისა და ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობისათვის.

კატარის ენერგეტიკის მინისტრი შიშობს, რომ თუ კანონის აღსრულება მათთვის სავალდებულო გახდება, ქვეყანას ევროკავშირში საქმიანობის გაგრძელება აღარ შეეძლება. რადგან წარდგენილი მოთხოვნები ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს. ამისთვის კი კატარი ჯერ მზად არ არის.

ეს მოცემულობა რთულ ვითარებაში აყენებს ევროკავშირსაც, რომლის პრიორიტეტიც როგორც ამბიციური კლიმატიური პოლიტიკის გატარება, ისე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული რესურსების შენარჩუნებაა.

ამერიკული და კატარული თხევადი გაზის იმპორტი ევროკავშირისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ მას რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლება აქვს განზრახული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები