ქართულ ავიაკომპანიებს თვითმფრინავების ლიზინგით გაცემაზე უარს ეუბნებიან. მიზეზი ისაა, რომ საქართველო ჯერ კიდევ არ არის მიერთებული საერთაშორისო კონვენციას, რომელიც სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში სალიზინგო კომპანიების უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. ქართული ბიზნესი ამბობს, რომ საკითხი დღეს ავიაციის სექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. კერძო სექტორი კეიპტაუნის კონვენციასთან საქართველოს მიერთების დროულ რატიფიცირებას ითხოვს.