საკურიერო კომპანიას Porsche-ს წინდები გავატანე, რომელიც შვეიცარიაში, ბერნში გაემგზავრება Porsche-ს ოფიციალურ ცენტრში. ვინმეს რომ ეთქვა, რომ ალტერსოქსის და პორშეს ლოგოები ერთ სივრცეში გადაიკვეთებოდა, ალბათ, ათივე თითით დავცინებდი (ანუ, ამბიციები გვაქვს, მაგრამ მაინც :დ)ამ კანონით, ეს ჩვენი გასაცოდავებული ქვეყანა, აბსოლუტურად ჩამოშორდება განვითარებას, ევროპას და ესეთი შესაძლებლობები აღარ გვექნება, მერე ან უნდა გავიქცეთ, ან შევეგუოთ ახალ რეალობას, სადაც რუსეთის უკანა ბოსტანი ვიქნებით და საერთოდ ვეღარ ამოვიღებთ ხმას.- ასე იწყებოდა სოციალურ ქსელში რეზი ბესელაშვილის პოსტი.
სტუმარი: რეზი ბესელაშვილი - AlterSocks-ის თანადამფუძნებელი;