რატომ ეწინააღმდეგებიან საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას?
BM.GE
12.06.23 23:35
• 233
პარლამენტში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ სადაო კანონში ცვლილების განხილვა იწყება - საავტორო უფლებათა ასოციაცია კი მიიჩნევს, რომ პარლამენტში რუსული კანონია შესული, კანონის შეცვლის შემთხვევაში კი, რუსეთი ლეგალურად შეძლებს სფეროს გაკონტროლებას და პროპაგანდის იარაღად ხელოვნების გამოყენებას. ასოციაცია მიიჩნევს, რომ „რუსეთი, მის მიერვე შექმნილი ქართული ორგანიზაცია GERA-ს მეშვეობით, 2019 წლიდან ცდილობს საავტორო უფლებების სფეროს ხელში ჩაგდებას და ამ გზით ქართული ხელოვნების გაკონტროლებას.