მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ფერხდება ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი?

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით „საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის პროექტის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ის ძირითადი გამოწვევები, რაც ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტს აფერხებს. ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი გამოწვევა პროდუქტის წარმოშობის წესების შესახებ ცნობიერების ნაკლებობაა. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კერძო სექტორს უჭირს ამ კუთხით არსებულ რეგულაციებში გარკვევა, რის გამოც ხშირად ქართული პროდუქცია ევროპაში დახლებზე ვერ ხვდება. როგორც ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები და დარგობრივი ასოციაციები ამბობენ, ამ კუთხით შემოსავლების სამსახურთან ჩართულობით ცნობიერების ამაღლებისთვის, კერძო სექტორისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები