ჩრდილოეთ-სამხრეთის ელექტრო დერეფნის პროექტი, რომელმაც რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და ირანის ელექტროგადამცემი ხაზები უნდა დააკავშიროს, სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება. სომხეთის ტერიტორიული მართვის მინისტრის მოადგილის აკოფ ვარდანიანის ინფორმაციით, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობს, ძირითადი პრობლემა კონტრაქტორის არარსებობა და სომხეთის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზების გაძარცვაა. ინფორმაციას BM.GE-ის სომხეთის ბიურო ავრცელებს.
აკოფ ვარდანიანის თქმით, სომხეთ-საქართველოს მაღალძაბვიანი ელექტროგადამცემი ხაზის პროგრამის განხორციელება სირთულეებთანაა დაკავშირებული.
“ტენდერი არ შედგა, რამდენადაც კომპანიებს, რომლებმაც საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარეს, მასში მონაწილეობა არ მიუღიათ. დღეისთვის ტენდერში კონსულტანტებთან თანამშრომლობის ნაწილში ცვლილებები შედის, რომელიც სულ მალე კონტრაქტორებს შეთანხმების საფუძველზე მოიზიდავს. პრობლემა იმაში მდგომარეობას, რომ არც ისე ბევრი კონტრაქტორი ერკვევა ამ ტექნოლოგიებში. არსებული პირობები ძალიან მკაცრი იყო, რაც ევროპული კომპანიების მონაწილეობას ზღუდავდა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ Civilnet-თან ინტერვიუში.
აკოფ ვარდანიანმა იმედი გამოთქვა, რომ კონტრაქტორის მოზიდვის შემთხვევაში, შეთანხმებები 2025 წლის აპრილ-მაისში გაფორმდება და პროექტის განხორციელებაც დაიწყება.
კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემად, რომელიც პროექტის შესრულებას აფერხებს, მინისტრის მოადგილე სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ელექტროგადამცემი ხაზების გაქურდვას ასახელებს: „აღმოვაჩინეთ, რომ სომხეთის სამხრეთით ირანის მშენებლების მოწყობილი ელექტროგადამცემი ხაზები გაქურდულია. დანაკარგი დიდია“, - აღნიშნა მან.
სომხეთ-საქართველოს შორის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის (PTL) შექმნის პროექტი, რომელიც ხუთ წელზე მეტია დამუშავების პროცესშია, შემდგომ დაბრკოლებებს წააწყდა. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო კონკურსი საბოლოოდ 2023 წელს გამოცხადდა, კონტრაქტორების შერჩევის პროცესი შეფერხდა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა პროექტის პირველ ეტაპზე - ქალაქ სევანთან, სოფელ დდმაშენში ქვესადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. ტენდერში მონაწილეობის უფლება ორმა კომპანიამ მოიპოვა, აქედან ერთმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, ხოლო მეორემ - Siemens-მა განაცხადა, რომ დიდი დატვირთვის გამო დამატებითი ვალდებულებების აღებას ვერ შეძლებდა.
BM.GE-ს სომხეთის ბიურო იუწყება, რომ ამ პროექტის განხორციელება სომხეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქვეყნის არსებულ ენერგოსისტემას შეზღუდული სიმძლავრე აქვს. ამ დროისთვის მეზობელ ქვეყნებთან კომუნიკაცია დაბალი სიმძლავრის გადამცემი ხაზებით ხორციელდება: საქართველოსთან - ერთი 220 კვ ხაზი და ორი 110 კვ ხაზი, ირანთან კი ორი 220 კვ ხაზით.
დაგეგმილი ორი ახალი ხაზი მოწყობა, სადაც თითოეულის სიმძლავრე 400 კვტ იქნება, სომხეთის ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააფართოებს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ერთიანი ენერგეტიკული ბაზრის ფორმირების კონტექსტში.




























