პანდემიის შემდეგ ბიზნეს პროცესების გაციფრულება ტოპ სამ გამოწვევას შორისაა- ამის შესახებ ინფორმაცია დღეს საქართველოს სავაჭრო პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ვეკუამ გააჟღერა. როგორც ვეკუა ამბობს, სავაჭრო პალატა giz-თან ერთად საქართველოს რეგიონებში მდებარე მცირე და საშუალო ბიზნესს პროცესების გაციფრულებაში დაეხმარება. მისი თქმით, ამ მიმართულებით დღეს გამოწვევები არსებობს, რომელსაც ახალი პროექტი უპასუხებს.