შეგახსენებთ, რომ ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობა ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2015 წელს აუქციონზე გაყიდა. შენობა 9 მილიონ 450 ათას დოლარად, ჩინურმა კომპანიამ ,, Hualing international special economic zone“-მა შეიძინა. საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, შენობაში 2019 წლის 21 აპრილამდე ახალი სასტუმრო უნდა განთავსებულიყო. Bm.ge-მ სახელმწიფო ქონების სააგენტოსაც მიმართა კითხვით, არღვევს თუ არა მფლობელი კომპანია საპრივატიზაციო პირობებს, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე დარღვევას ადგილი არ აქვს.
,, დღეის მდგომარეობით კომპანიას სრულად აქვს გადახდილი უძრავი ქონების საპრივატიზებო ღირებულება, ხოლო სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება არის მიმდინარე, შესაბამისად რაიმე სახის დარღვევას ამ ეტაპზე ადგილი ვერ ექნება”-განაცხადეს სააგენტოში.
საპრივატიზაციო პირობების დარღვევის შემთხვევაში მფლობელ კომპანიას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარი უნდა დაეკისროს.
მერიისთვის წარდგენილი პროექტები შემდეგია:

























