მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაჩერდა ვენესუელას რიგით მე-2 ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

Cardon-ის ქარხანა

ვენესუელაში, ბუნებრივი აირის მილსადენის დაზიანებით გამოწვეული ხანძრის გამო, ქვეყნის სიდიდით მეორე, Cardon-ის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის მუშაობა შეჩერდა.

როგორც ირკვევა, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და საწარმოს სერიოზული ზიანი არ მიუღია, თუმცა მთავრობა უმჯობესად ჩათვალა, ობიექტი სრულად დაეკეტა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დიზელის ჰიდროგამწმენდ გაზსადენზე გაჩნდა. შექმნილმა ვითარებამ კი ორთქლის ქვაბებისა და მთლიანი ქარხნის იძულებითი გათიშვა გამოიწვია.

ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-ის ინფორმაციით, სპეციალისტებმა ალის ლოკალიზება დროულად შეძლეს. ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრეებმა ტერიტორიაზე არსებული ხანძარი სრულად ჩააქრეს.

რაც შეეხება მომხდარი ინციდენტის გამომწვევ მიზეზებს, ამას კომპანია უკვე იკვლევს და ინფორმაციას შესაბამისად გამოაქვეყნებს.

ცნობისთვის, Cardon-ის გადასამუშავებელი სიმძლავრე დღეში 310,000 ბარელს შეადგენს. ის ქვეყნის უმსხვილესი, Paraguana-ს 955,000-ბარელიანი ნავთობგადასამუშავებელი კომპლექსის შემადგენლობაში შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები