მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გაჭიანურდა კურორტ ახტალას რეაბილიტაცია? - ინვესტორის პასუხი

60a6891c6d048
ანუკა ჯოხაძე
21.05.21 00:10
794
კურორტ ახტალას მფლობელი ინვესტორი სარეალიბილიტაციო სამუშაობის გადავადების მიზნით ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართავს. მიზეზი პანდემიაა, რის გამოც ინვესტორმა ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დადგენილ ვადებში ვერ შეძლო. როგორც სააგენტოში ამბობენ, ინვესტორს სამუშაოები 2022 წელს უნდა დაესრულებინა, თუმცა პანდემიის გამო გადავადებას 2024 წლამდე ითხოვს.

კომპანიის იურისტი ირწმუნება, რომ პრობლემები ფინანსურ ნაწილთან დაკავშირებით დღის წესრიგში არ დგას. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, რომლის დასრულებასაც სავარაუდოდ სამი წელი დასჭირდება.ის ასევე აღნიშნავს, რომ პროექტი მზად არის, რომლის მიხედვითაც ადგილზე 120-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა. კომპლექსი ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებით, რესტორნებით, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ ცენტრით და სულ მცირე 50 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომით იქნება აღჭურვილი.

“შარშან ზუსტად ამ დროს უნდა დაწყებულიყო მშენებლობა, პროექტი იყო მზად. პროექტზე უცხოურმა კომპანიამ იმუშავა, არსებული შეზღუდვების გამო კი შეიქმნა მათი ჩამოსვლის პრობლემა. 2022 წელს უნდა დასრულებულიყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, იქ მარტო ერთი სასტუმრო არ შენდება, ვალდებულების მიხედვით კომპლექსი იქნება და გაცილებით მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. სავარაუდოდ, სასტუმროს სრულად აღჭურვას სამუშაოების დაწყებიდან დასრულებამდე სამი წელი დასჭირდება.”- აცხადებს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას“ იურისტი ლია ჩიხლაძე.

ცნობისთვის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კურორტი ახტალა პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის ფარგლებში“ 2018 წელს ელექტრონულ აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 3 760 000 ლარად გაყიდა. ინვესტორი "გლობალ ვიქთორი ჯეორჯია" იყო. საპრივატიზებო პირობის მიხედვით მყიდველმა ადგილზე 12 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელოს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ახტალას კურორტის მფლობელი კომპანია 2017 წლის 15 მარტს არის რეგისტრირებული, მისი 100%-ის წილის მესაკუთრედ კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული კომპანია „Global Victory Investments Limited“ ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები