საუდის არაბეთის მთავრობამ ქვეყნის არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროექტის, Neom-ის ფუტურისტული ქალაქის გეგმის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
პროექტი, რომლის საწყისი ღირებულება 1.5 ტრილიონ დოლარს აღწევს, 2030 წლისთვის 1.5-2 მილიონი მოქალაქით უნდა ყოფილიყო დასახლებული, თუმცა ახალი გეგმის თანახმად, მოსახლეობის რაოდენობა მაქსიმუმ 300,000-ის ფარგლებში იქნება, ქალაქის ზომა გაცილებით უფრო მეტად შემცირდება.