საქსტატის მონაცემებით, ივნისში რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 4.4%-ით გაიზარდა. რესტორნებში გაზრდილია ფასი ტრადიციულ კერძებზე. ქართულ რესტორნებში ხინკალი წლიურად 12.3%-ით გაძვირდა. გასული წლის ივნისთან შედარებით 4.6%-ით გაძვირდა ხაჭაპური კაფეში, ხოლო საცხობში ხაჭაპურის ღირებულება 7.6%-ითაა გაზრდილი. გაზრდილია კაფეში ყავის ღირებულებაც და ივნისში წლიურმა ზრდამ 12% შეადგინა. რა იწვევს ფასების მატებას მიმდინარე სეზონისთვის კვების ინდუსტრიაში?
სტუმარი: შოთა ბურჯანაძე - რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;