ირანში აშშ-ის და ისრაელის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების და ირანის შეიარაღებული ძალების მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა. აღნიშნულის ფონზე საწვავი გაძვირდა საქართველოშიც.
საქართველოში მოქმედ ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ფასების კორექტირება 7 მარტიდან დაიწყო, რიგმა ქსელმა კი ღირებულება დღეს დააკორექტირა. ბოლო ცვლილების მიხედვით, რიგ სადგურზე ფასები 2-12 თეთრით არის გაძვირებული, ხოლო ზოგიერთ ქსელში დიზელის ფასის მატება 18 თეთრია. ამასთან, საქართველოში მოქმედ სადგურებზე ფასი უფრო მეტად დიზელის ტიპის საწვავზე გაიზარდა.
ამასთან, კომპანიები ფასების არც შემდგომ კორექციას არ გამორიცხავენ, რადგან ნედლი ნავთობის ღირებულება ბარელზე 56 დოლარიდან 100 დოლარსაც გადასცდა, არსებული მდგომარეობით კი 92 დოლარს აღემატება, რაც 64%-იანი მატებაა, თუმცა ამ მასშტაბით ჯერჯერობით მზა პროდუქციის - ბენზინის; დიზელის და სხვა საწვავის ფასები ჯერჯერობით არ გაზრდილა.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს საცალო ქსელებს შორის ფასები ასე ნაწილდება - ლიტრი საწვავის და ბოლო ერთ კვირაში ფასის მატების მითითებით:





























