რატომ გაძვირდა თხევადი აირი? - ბაზარზე პროდუქციის დეფიციტია
BM.GE
30.09.22 11:19
• 342
საწვავზე, ბენზინზე და დიზელზე ფასების კლების მიუხედავად, საქართველოში თხევადი აირი გაძვირდა. გაზგასამართ სადგურებში ფასი დღეისათვის 2.20- 2.40 ლარის ფარგლებშია, მაშინ როცა გასულ კვირას მისი ღირებულება 1.50 ლარი იყო. ფასის ზრდის მიზეზი პროდუქციის დეფიციტია. ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსეთიდან ათასობით შემოსვლის მსურველთა ნაკადების გამო ტრაილერების და სატვირთო ავტომობილების გადაადგილება შეფერხებულია. როდის გადაიჭრება პრობლემა და დაუბრუნდება თუ არა ღირებულება ძველ ნიშნულს?