მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაძვირდა უძრავი ქონება?

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.6%-ით გაიზარდა. ზრდა ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.3%-იანი ზრდით, რამაც 1.28 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 9.7%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 26.1%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 5.7%-იანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 5.79 და 3.17 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. უძრავ ქონებაზე ფასის ზრდის რა ობიექტური ფაქტორები არსებობს და როგორია ბაზარზე მოლოდინები?

სტუმარი: ილია ინაშვილი - brokeri.ge-ის მმართველი პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები