მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაძვირდა წელს საშობაო დეკორაციები

61cac51b9ba52
თათია კაკიაშვილი
28.12.21 21:20
499
Visual Capitalist-ის ცნობით, მსოფლიოში საშობაო დეკორაციების მწარმოებელი უდიდესი ცენტრი ჩინური ქალაქი ივიუა (yiwu), რომელიც შანხაის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და მასზე ჩინეთიდან ექსპორტირებული საშობაო პროდუქტების თითქმის 80% მოდის. გამოცემა წერს, რომ წელს ივიუს ქარხნებში ნედლეულის დეფიციტს განიცდიან, რაც წარმოების ხარჯების ზრდას იწვევს.

ამას გარდა, ოქტომბერში ივიუც, ჩინეთის სხვა ქალაქების მსგავსად, ელექტროენერგიის შეფერხებული მიწოდების გამო დაზარალდა, რის გამოც მწარმოებლები იძულებული გახდნენ, საწარმოებში ან ელექტროგენერატორები დაეყენებინათ, ან სამუშაო პროცესი საერთოდ შეეწყვიტათ.

ამას ემატება ისიც, რომ 2021 წელს ჩინეთიდან პროდუქციის ტრანსპორტირება გაძვირდა - გასულ წელთან შედარებით, ჩინეთიდან ევროპაში სტანდარტული კონტეინერის გაგზავნის ღირებულება გაოთხმაგდა.

ასე რომ, ეკონომისტების შეფასებით, სწორედ ესაა ის მიზეზები, რის გამოც დღეს საშობაო დეკორაციების ღირებულება მსოფლიო მასშტაბით და, მათ შორის, საქართველოშიც არც თუ უმნიშვნელოდ, საშუალოდ, 20%-ითაა გაძვირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები