მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაეზარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოგება?

BM.GE
03.11.21 09:41
480
2021 წლის მესამე კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ. ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, მისო-ების წმინდა მოგებამ ამავე პერიოდში 78.7 მლნ ლარს გადააჭარბა. ეს თითქმის 20 მლნ ლარით მეტია წინა კვარტალთან შედარებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით კი 66 მლნ ლარით. 2021 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, 1.583 მლრდ ლარი იყო სექტორის აქტივები, მთლიანი კაპიტალი კი 560.1 მლნ ლარი. საპროცენტო შემოსავალმა 236 869 207 ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 212 281 775 ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 6 475 334 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში მისო-ების არასაპროცენტო შემოსავლებმა 38 639 512 ლარი შეადგინა, აქედან საკომისიო და გაწეული მომსახურებიდან 37 668 292 ლარი.

სტუმარი: მიხეილ ნონიკაშვილი - "ევროკრედიტის" აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები