მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიაფდა სატაცური?

BM.GE
25.05.23 10:10
153
საქართველოში სატაცურის მოსავლიანობამ იკლო, რასაც ფერმერები უამინდობას უკავშირებენ. მათივე თქმით, პროდუქციაზე შემცირებულია ფასიც, ეს კი ბაზარზე ახალი ფერმერების გამოჩენით შექმნილმა კონკურენციამ განაპირობა. მაგალითად, ერთ-ერთი კომპანიის "ქართული სატაცურის" თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ გასულ წელს კომპანიაში სეზონი 1 კგ სატაცურზე 30 ლარით დაიწყეს და 13 ლარით დაასრულეს, ხოლო წელს მაშინ როდესაც ჯერ სეზონი არ დასრულებულა ჩასაბარებელი სატაცური 1 კგ 11 ლარი ღირს. სწორედ უამინდობის გამო, კომპანიაში მოსავლიანობა წელს 20%-ით შეუმცირდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები