მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიაფდა თხილი? - NutsGe-ის განმარტება

6239caa0f16d8
BM.GE
27.03.22 00:00
5112

რატომ იკლებს თხილის ფასი? - BMG-მ ეს კითხვა, თხილის გადამამუშავებელი საწარმოს, NutsGe-ის დირექტორს, მამუკა ბერიაშვილს დაუსვა, რომელიც თხილის ფასის კლებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს.

მისი თქმით, 2021 წლის სეზონზე სექტორს ისედაც არ ჰქონდა მოლოდინი, რომ თხილის ფასი მაღალი იქნებოდა, რადგან 2021 წლის მოსავალი 20%-ით მეტი იყო, რაც ისედაც ფასის კლებას გამოიწვევდა, თუმცა წელს ამას უფრო მეტი გამოწვევა დაემატა.

“აგვისტო-სექტემბერი, როგორც ფასების, ასევე გაყიდვების კუთხით, სტაბილურად დაიწყო. ოქტომბერ-ნოემბერში კი, ამას მაღალი მოთხოვნა დაემატა, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია, მაგრამ ნოემბერ-დეკემბერში თურქული ლირის გაუფასურებამ რადიკალურად შეცვალა ფასთა პოლიტიკა და ფასი დაახლოებით 20-30%-ით შემცირდა. ამას მოჰყვა იანვარში ლარის მკვეთრი გამყარება, რამაც ლარში თხილის ღირებულება კიდევ უფრო შეამცირა. შექმნილი მდგომარეობა, რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ უფრო დაამძიმა,” - განაცხადა NutsGe-ის დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, ამჟამად ქართულ ადგილობრივ ბაზარზე გაუტეხავი თხილის ფასი, ხარისხის გათვალისწინებით, დაახლოებით 4-5 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 30-35%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები