მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გაიხსნა 1 საათის დაგვიანებით ლონდონის საფონდო ბირჟა?

5b194b6fb05d7
ლევან თაღიაშვილი
07.06.18 18:54
1005
დღეს ლონდონის საფონდო ბირჟა 1 საათის დაგვიანებით გაიხსნა, რამაც ინდექსებში გარკვეული ცვლილებები გამოიწვია. СNN Money-ის ინფორმაციით, ეს დაყოვნება ტექნიკური პრობლემების გამო მოხდა. კომპანია BP-მ 0.1%-იანი მოგება ნახა ვაჭრობის შემდეგ, სხვადასხვა ევროპული კომპანიების ინდექსების მოგებამ კი დაახლოებით 0.5% შეადგინა.

არსებული ფაქტით საერთაშორისო მედია აქტიურად დაინტერესდა. შეგახსენებთ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია $3.61 ტრილიონ დოლარს შეადგენს, კომპანიების რაოდენობა კი 2600-ს აღწევს მსოფლიოს 60 სხვადასხვა ქვეყნიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები