მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიზარდა BGEO-ს აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე - არჩილ გაჩეჩილაძის პასუხი

632c267c39d99
ვიქტორია მღებრიშვილი
22.09.22 23:35
744
ბოლო სამ თვეში ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის აქციების ღირებულება 32%-ით გაიზარდა. რამ იქონია გავლენა BGEO-ს აქციების ღირებულებაზე - ეს კითხვა BM.GE-ს საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს დაუსვა.

არჩილ გაჩეჩილაძეს თქმით, ქვეყანის ეკონომიკის ზრდამ და სტაბილურმა გარემომ ინვესტორები დაამშვიდა, ამან კი ჯგუფის აქციებზე ჰპოვა ასახვა.

„რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს ჩვენი ინვესტორები ძალიან შეშინდნენ. მგონია, რომ ახლა დაინახეს, რომ პირდაპირი საშიშროება საქართველოში არ არსებობს და პირიქით ეკონომიკის ზრდა იმაზე მაღალი იყო, ვიდრე ამას ხალხი ელოდა, ამან საქართველოს ბანკის აქციებზე იქონია გავლენა“, - განმარტა გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, "საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 1.88%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 20.85 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ კლებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 20 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 1,025 მილიონს შეადგენს. ბოლო სამ თვეში საქართველოს ბანკის აქციების მატება 32%-ია. გასულ კვირაში საქართველოს ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 587,663 აქცია იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები