მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიზარდა თბილისში მოთხოვნა ტერასებიან ბინებზე

ტერასა
05.06.24 12:43
1419

ბოლო წლების დინამიკიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მოთხოვნა ტერასებიან ბინებზე საგრძნობლად გაიზარდა, საინტერესოა რამ განაპირობა აღნიშნული ტენდენცია და მოსახლეობის ქცევის მკვეთრი ცვლილება. ამ თემასთან დაკავშირებით bm.ge - იდეა დეველოპმენტის გაყიდვების ხელმძღვანელს - გიგი იორდანიდს გაესაუბრა.

1. გიგი, ბოლო ტენდენციიდან გამომდინარე ჩანს, რომ მოთხოვნა დიდ ტერასებიან ბინებზე გაიზარდა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადრე მოსახლეობა ყოველთვის ერიდებოდა დიდი აივნებიანი ბინების შეძენას, თქვენი გამოცდილებით რამ განაპირობა ეს ზრდა?

მოგესალმებით, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ტენდენცია განპირობებულია არაერთი მიზეზით და ამას კომპლექსური ახსნა აქვს. შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რამდენიმე მათგანი:

  • თანამედროვე არქიტექტურა. მოსახლეობა ცდილობს შეიძინოს ბინები ისეთ კომპლექსებში, რომელიც შექმნილია თანამედროვე ელემენტებით, ფართო ტერასები კი ამ არქიტექტურის ნაწილია. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ჭკვიანური მიდგომაა, რადგან იმისთვის რომ ბინაზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალი იყოს და ფასი მზარდი წლების განმავლობაში, ექსტერიერს და ზოგადად შენობის კონსტრუქციულ ნაწილს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
  • ღია სივრცეში მოწყობილი კომფორტული ადგილი თავშეყრისთვის ან განსატვირთად - ბოლო წლებში კიდევ უფრო დაფასდა საკუთარი ადგილი, სადაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ღია სივრცეში, შესაძლებელი იქნება განტვირთვა, მუშაობა, მეგობრების გამასპინძლება, ან თუნდაც ბავშვის მზეზე გაყვანა. საკუთარი ტერასა კი ამ აქტივობებისთვის იდეალური ადგილია.
  • სივრცე პრაქტიკული გამოყენებისთვის - იქიდან გამომდინარე, რომ სამრეცხაო სივრცე, საშრობი, ან თუნდაც სათავსო დიდ ადგილს იკავებს ბინის საცხოვრებელ ნაწილში და ამავდროულად სამრეცხაო ხშირ შემთხვევაში ხმაურით გამოირჩევა, მობინადრეების უმეტესობა, ტერასას პრაქტიკულ დატვირთვას აძლევს და სწორედ აღნიშნული სივრცეებისთვის გამოყოფს. შესაბამისად, სახლში კიდევ უფრო მეტი თავისუფალი ადგილი რჩება.

რომ შევაჯამოთ, დღეს ტერასა სახლის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, სადაც შესაძლებელია როგორც განტვირთვა ასევე მისი პრაქტიკული გამოყენება. რომლითაც არა მხოლოდ ზაფხულის გრილ დღეებში, არამედ წლის 4-ვე სეზონზე ისიამოვნებთ.

2. თქვენი ახალი პროექტის - ,,იდეა პანორამას“ შესახებ რომ გვიამბოთ, გათვალისწინებულია თუ არა თქვენ მიერ აღნიშნული ტენდენციები?

დიახ, რა თქმა უნდა. პირველ რიგში აღსანიშნავია პროექტის უნიკალური ადგილმდებარეობა - იდეა დეველოპმენტის ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი "იდეა პანორამა" თბილისის ცენტრში და ამავდროულად ქალაქის აურზაურისგან მოშორებით მდებარეობს, კერძოდ საბურთალოზე, გ. დანელიას ქუჩაზე. აქ იქმნება ბალანსი ბუნებას და ქალაქს შორის.

კომპლექსის არქიტექტურა იმეორებს ბუნებრივ რელიეფს და ერწყმის გარემოს. იდეა პანორამას თითოეული ბინიდან იშლება ულამაზესი ხედი მდინარე ვერეს ხეობაზე, ბაგებისა და წყნეთის მიმართულებით.

ზუსტად ამიტომ პროექტის ყველა ბინას აქვს ფართო, მრავალფუნქციური ტერასა და აპარტამენტების თითოეული ოთახი მიმართულია ხედისკენ.

შესაბამისად, მომავალ ბინადრებს შესაძლებლობა აქვთ დატკბნენ ჯანსაღი ჰაერით, ხედით, ბუნებით და სულ რამდენიმე წუთში აღმოჩნდნენ ისეთ ცენტრალურ ლოკაციებთან როგორებიცაა:

  • ქალაქის ცენტრალური პარკი
  • ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა
  • საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდი
  • მეტრო უნივერსიტეტი და სხვა.

3. როდის სრულდება პროექტი ?

მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, დასრულების ვადა კი 2025 წლის შემოდგომის ბოლოა. ასევე აღსანიშნავია, რომ პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის მშვიდ შენაძენს.

გარდა ამისა, მინდა გაგაცნოთ ჩვენი საზაფხულო აქცია, რომელიც გულისხმობს - მომხმარებელზე მორგებულ გადახდის პირობას - წინასწარი შენატანი მხოლოდ 5%. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობის დასრულების ვადა არის 17 თვე, ხოლო შიდა განვადება კი 24 თვეზე ნაწილდება. შესაბამისად, მაცხოვრებელს შესაძლებლობა ექნება ბინის ჩაბარების შემდეგაც ისარგებლოს შიდა 0%-იანი განვადებით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს www.ideadevelopment.ge ან დაუკავშირდით კომპანიას ნომერზე: +995 599 511 911

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები