მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გახანგრძლივდა გარდაბანი 3-ის თბოსადგურის ინვესტორის შერჩევის კონკურსი მეოთხედ - მინისტრის განმარტება

დავითაშვილი

გარდაბანი 3-ის თბოსადგურის ინვესტორის შერჩევის კონკურსი მეოთხედ მიმდინარე წლის 12 იანვარს გახანგრძლივდა. საქართველოს მთავრობა ეძებს ინვესტორს, ვინც გარდაბანში 350-430 მეგავატის სიმძლავრის ახალ თბოელექტროსადგურს ააშენებს.

bm.ge-იმ ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჰკითხა, რა არის მიზეზი, რის გამოც, კონკურსი უკვე მეოთხედ გადაიდო.

"გვაქვს დიალოგი პოტენციურ ინვესტორებთან და იქიდან გამომდინარე, რომ მათი მხრიდან ისმის საკითხი ვადებთან დაკავშირებით, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მაქსიმალურად კომფორტული და კონკურენტული გარემო შევქმნათ მათთვის. სხვა საკითხებიც თუ იქნება, ჩვენ ვიმსჯელებთ, რა არის გასათვალისწინებელი, რომ ინვესტიციები განხორციელდეს მაქსიმალურად ეფექტიანად. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ეს არის საკმაოდ ლოგიკური პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა დიალოგი, ამას ახლა ვერ გეტყვით", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

შეგახსენებთ, გარდაბნის თბოსადგური 3-ის ასაშენებლად ტენდერი პირველად 2020 წელს გამოცხადდა. მაშინ 272-მეგავატიანი სადგურის მშენებლობისთვის საუკეთესო პრეტენდენტად თურქული “ჩალიკ ენერჯი” დასახელდა, რომელიც პროექტს $174.8 მილიონ დოლარად ააშენებდა. თუმცა, 2021 წლის გაზაფხულზე, კორპორაციამ განაცხადა, რომ “ჩალიკ ენერჯისთან" კონტრაქტი აღარ გაფორმდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები