სარესტორნო ინდუსტრიაში მომხმარებელი უკვე დიდი ხანია რაც მხოლოდ გემრიელ კერძებზე აღარ არის ფოკუსირებული. მიუხედავად საქართველოში სარესტორნო ინდუსტრიის სწრაფად ზრდისა, ციფრული სერვისები ამ სფეროში ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. ქართველი მომხმარებლის მოლოდინი მაღალ სტანდარტებზეა გადასული — უფრო მეტს ელოდება რესტორნისგან - რომ იყოს მოსახერხებელი ციფრულადაც, მოითხოვს — სერვისის სისწრაფეს, ონლაინ ჯავშანს, შეკვეთისა და ანგარიშსწორების სიმარტივეს და რაც ყველაზე მთავარია, დროის დაზოგვას.
დღესდღეობით, მომხმარებელი იძულებულია ხანგრძლივ, რუტინულ პროცესში ჩაერთოს რესტორნის დასაჯავშნად და კერძების შესაკვეთად, ხოლო რესტორნებს უწევთ დაუსრულებელი ზარების, გაუქმებული ვიზიტებისა და მაგიდების ეფექტურად გადანაწილების მართვა.
ეს საკითხი მხოლოდ ერთეულ მომხმარებელს კი არ ეხება — ეს არის პრობლემა, რომელსაც ყოველდღიურად აწყდებიან ერთი მხრივ მომხმარებლები, მეორე მხრივ რესტორნების მენეჯერები, მფლობელები, პერსონალი:
- ტელეფონზე გადატვირთული ზარები,
- ჯავშანის ხელით ჩაწერა,
- დაკარგული ფურცლები,
- გაუქმებული ვიზიტები
ამ გადმოსახედიდან კომფორტი სარესტორნო გამოცდილების ცენტრალურ ღირებულებად იქცა და იმ ბრენდებისთვის, რომლებიც ამას სწორად აღიქვამენ, საჭირო გახდა კონკურენტული უპირატესობის დანერგვა.
ამასთან ერთად, ტურიზმის მზარდი ტალღა ქვეყანაში აჩენს კიდევ ერთ აუცილებლობას — როგორ შევთავაზოთ უცხოელ სტუმარს ლოკალურ გემოსთან ერთად ევროპული სტანდარტის სერვისი?
სწორედ აქედან გაჩნდა Rezto-ს შექმნის იდეა — ქართული ციფრული გადაწყვეტა - რომელიც რესტორნებს ჯავშნების მარტივად მართვის, ხოლო მომხმარებლებს სწრაფ, მოსახერხებელ ჯავშნისა და კერძების შეკვეთის სერვისს სთავაზობს.
რატომ Rezto?
Rezto საშუალებას აძლევს მომხმარებელს რამდენიმე წამში დაჯავშნონ მაგიდა და შეუკვეთონ მენიუ წინასწარ სასურველ რესტორანში — სახლიდან გაუსვლელად, სატელეფონო ზარის, დამატებითი შეფერხებებისა და ლოდინის გარეშე. ეს ყველაფერი ხორციელდება მარტივი ვებპლატფორმის მეშვეობით, რომელიც მორგებულია როგორც მობილურზე, ასევე ლეპტოპსა და პლანშეტზე.
„რეზტო“-ს ჩამოყალიბების პროცესში დიდი როლი ითამაშეს სწორედ იმ მომხმარებლებმა, რომელთაც სარესტორნო მომსახურების სფეროში ცუდი გამოცდილება მიიღეს სხვადასხვა მიზეზებით. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობითა და მიზეზების გათვალისწინებით შეიქმნა პლატფორმა, რომელიც რესტორნების პროცესების გამარტივებასა და მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული. ეს მიდგომა ჯამურ სარესტორნო გამოცდილებას აუმჯობესებს და მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის.
რა იცვლება რესტორნებისთვის
“რეზტოს” პლატფორმა რესტორნებს სთავაზობს პერსონალიზებულ ონლაინ ჯავშნის გვერდს, რომელიც ხელს უწყობს რესტორნის ბრენდის პოპულარიზაციას და მარტივადაა ხელმისაწვდომი სტუმრებისათვის როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე Google-ის პლატფორმებზე. ამ პლატფორმაში ჩართვას რესტორანი 5 წუთზე ნაკლებ დროში შეძლებს.
რას მიიღებენ რესტორნები:
- ბრენდირებულ ჯავშნების გვერდს;
- სოც. ქსელებიდან და გუგლის პლატფორმიდან შეკვეთებს;
- Rezto.ge პლატფორმის კამპანიებს;
- გამარტივებულ ჯავშნის პროცესს ტურისტებისთვის;
- გაყიდვების ახალ არხს;
- წინასწარი გადახდებით დაზღვეულ ჯავშნებს.
პლატფორმა სულ რაღაც 1 თვეა რაც ჩაეშვა და ამ ეტაპზე უკვე 50-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო სარესტორნო ბრენდს აერთიანებს, რომლებსაც სურთ თანამედროვე გამოცდილება შესთავაზონ სტუმრებს.
რა იცვლება მომხმარებლებისთვის
“რეზტო” ნიშნავს დროის ეკონომიას, სერვისის ხარისხის ზრდასა და ციფრულ კომფორტს. მარტივად ხდება როგორც მაგიდის დაჯავშნა, ისე კერძების წინასწარ შეკვეთა. სისტემა, აგრეთვე, უზრუნველყოფს შეტყობინებების გაგზავნას ჯავშანის სტატუსის შესახებ როგორც ადგილობრივი მომხმარებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ პლატფორმის პირველი ვერსია არის გაშვებული და სარეკლამო კომუნიკაცია მომხმარებელთან არ შემდგარა, ამ 1 თვის განმავლობაში „რეზტოს” სერვისით უკვე ისარგებლა 3000-მდე მომხმარებელმა, რაც, დამატებით, მიუთითებს აღნიშნული პროდუქტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
„ჩვენ გვჯერა, რომ ის, რასაც ვაკეთებთ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც რესტორნების, ასევე სტუმრების ყოველდღიურ გამოცდილებას, რადგან “რეზტო” სრულად არის მორგებული ადგილობრივი ბაზრისა და მენეჯმენტის სპეციფიკას. ჩვენი მიზანია, სარესტორნო სერვისი გახდეს ტექნოლოგიურად მარტივი და კომფორტული. — აცხადებს კომპანია “რეზტო”-ს დამფუძნებელი დავით წიკლაური.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართული გუნდის მიერ შექმნილი ინოვაციური პლატფორმა „რეზტო“ განაგრძობს ზრდას და მალე საერთაშორისო ბაზარზეც ვიხილავთ. ქართული პლატფორმით დაინტერესდნენ იტალიური ინოვაციური ჰაბის წარმომადგენლები და უახლოეს მომავალში იგეგმება იტალიის ბაზარზე ქართული პროდუქტის გატანა.




























