მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გამოცხადდა გამარტივებული შესყიდვა გუდაურსა და სვანეთში სეზონის გახსნის ღონისძიებების შესყიდვაზე

5c06659e3a2d6
ელენე ჩომახიძე
04.12.18 15:30
653
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, გუდაურში ზამთრის სეზონის გახსნის ღონისძიებისთვის მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვა იმიტომ არის აუცილებელი, რომ წელს გუდაურში კურორტის დაარსებიდან 30 წლისთავი აღინიშნება.

„ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე განვაცხადოთ, რომ კურორტები მზად არის ტურისტების მისაღებად. როდესაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ კონცეფციით და კრეატიული ნაწილით შევარჩიოთ ესა თუ ის ორგანიზაცია, რომელიც სეზონის საზეიმო გახსნის ღონისძიებას ჩაატარებს, საჭირო გახდა შესყიდვის გამარტივებული გზით ჩატარება“, - აცხადებს ჩოგოვაძე bm.ge-თან.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, წელს როგორც გუდაურში ისე სვანეთში ინტერესთა გამოხატვა და ფასთა კვლევა არა - ფასების მიხედვით, არამედ კონცეფციის მიხედვით მოხდება და შესაბამისად, ორივე კურორტზე ერთნაირი პროცედურები განხორციელდება.

ცნობისთვის; გუდაურში სეზონის გახსნის ღონისძიება 315 ათასი ლარი დაჯდება. შესაბამისი მომსახურების შესყიდვას კი ტურიზმის ადმინისტრაცია, გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე მოახდენს. შესაბამისი ნებართვის მისაღებად, ადმინისტრაციამ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

226 ათასი ლარის ღირებულების მომსახურებაზე გამარტივებული შესყიდვის უფლებას ითხოვს ტურიზმის ადმინისტრაცია სვანეთში ზამთრის ტურისტული სეზონის საზეიმო ღონისძიების ჩატარებისთვისაც, რომელიც 22 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები