მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გამოიყენა პოლიციამ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად? - შსს-ს განმარტება

5fa90f2a735a1
ინგა მურუსიძე
09.11.20 13:42
756
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ ცესკოსთან გამართულ აქციაზე წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად კანონის სრული დაცვით იქნა გამოყენებული.

„წყლის ჭავლი გამოყენებული იქნა კანონის სრული დაცვით. პოლიციის შესახებ კანონის 31-ე მუხლის თანახმად, პოლიციას აქვს უფლება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუკი საფრთხე ემუქრება საზოგადოების წევრის, პოლიციელის და ზოგადად ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, გამოიყენოს სპეციალური საშუალება. სწორედ ამ კანონის დაცვით იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი“, - განაცხადა საბანაძემ. ის კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პოლიციამ  ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ამასთან, საბანაძის თქმით, დანაყოფის პირადი შემადგენლობის აღჭურვილობაში არის სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი, რომელიც შეიძლება იქნას გამოყენებული აქციების დროს, თუმცა საბანაძეს არ დაუკონკრეტებია, გამოიყენა თუ არა შსს-მ გუშინდელ აქციაზე აღნიშნული სითხე.

გარდა ამისა, მედიის წარმომადგენლებმა შს მინისტრის მოადგილეს ჰკითხეს, დამიზნებით რატომ ასხამდნენ შსს-ს წარმომადგენლები წყალს აქციის მონაწილეებს, მათ შორის - მედიას.

„წყლის ჭავლი მიმდინარეობდა იქით, საიდანაც მოდიოდა საფრთხე, ხოლო იმის განსაზღვრა, სად იდგა მედია, ვერ მოხდებოდა. ჭავლი გამოყენებული იქნა, იმ პროტესტანტების მიმართ, ვინც ძალადობდა პოლიციელებზე და ცდილობდა უკანონოს შეჭრა ცესკოში“, - განმარტა კახა საბანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები