მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გამორბიან ქართველები? - გერმანული გამოცემა ქართველ თავშესაფრის მაძიებლებზე წერს

5cfe07ba07d27
მიხეილ ხაჩიძე
10.06.19 21:00
10432
გერმანიაში ქართველი ლტოლვილების რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით გერმანული გამოცემა tag24 ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

როგორც ჟურნალისტი იულიანე მორგენროტი იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს თავშესაფრის მიღებაზე არანაირი შანსი არ აქვთ, წელს საქსონიის მხარეში ყველაზე მეტი ლტოლვილი სწორედ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ამ რესპუბლიკიდან – საქართველოდანაა.

რეპორტიორმა საქსონიის რეგიონის პოლიციის მთავარ განყოფილებას მიმართა კითხვით იმასთან დაკავშირებით, თუ რა იწვევს გერმანიაში ქართველების მასობრივად ჩასვლასა და ლტოლვილად ჩაბარებას.

პასუხი მარტივია - გერმანელი სამართალდამცველები, ისევე როგორც პოლიტიკოსების უმეტესობა აცხადებენ, რომ ლტოლვილთა მატება საქარველოდან, ამ ქვეყანასთან 2017 წელს ამოქმედებულ უვიზო რეჟიმს უკავშირდება - ამ პრივილეგიით სარგებლობენ ქართველები, გერმანიაში ჩადიან და თავშესაფარს ითხოვენ.

ჟურნალისტი ასევე წერს, რომ ქართველები ბევრ შემთხვევაში, თავშესაფრის მოთხოვნას არაკეთილსინდისიერად იყენებენ. კერძოდ, ისინი ლტოლვილად ბარდებიან და სხვადასხვა კრიმინალური საქმიანობის არიან დაკავებულები, ძირითადად ქურდობენ.

გერმანიაში, საქსონიის მხარეში, ყველაზე მეტი ლტოლვილი რომ საქართველოდანაა, ამას საქსონიის პოლიციის ინპექცციის ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს, რომელიც გასულ კვირას გაავრცელეს.

მონაცემების მიხედვით, ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნის კუთხით მოწინავე პოზიციაზეა საქართველო, საიდანაც უკანასკნელ 5 თვეში 267 ადამიანია უვიზო რეჟიმით ჩასული და ჩაბარებული. საქართველოს სირია მოსდევს. ამ ქვეყნიდან საქსონიის მიწას თავშესაფარი 2019 წელს 223-მა ადამიანმა მოსთხოვა. მესამე პოზიციაზე კი ვენესუელაა, ლათინური ამერიკის ამ სახელმწიფოდან, ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური დაძაბულობის გამო, საქსონიის მიწას 200-მა ადამიანმა მიაშურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები