მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ განათავსა აშშ-მა საუდის არაბეთსა და კატარში Patriot-ის ტიპის 2 დამატებითი ბატარეა?

Patriot

შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთსა და კატარში Patriot-ის ტიპის საზენიტო სისტემის ორი დამატებითი ბატარეა განათავსა.

როგორც ირკვევა, ამერიკული მხარე ამ ნაბიჯით მიზნად რეგიონში საბრძოლო მოქმედებების შესაძლო განახლების ფონზე მოკავშირეების საკვანძო ენერგეტიკული ობიექტების დაცვას ისახავდა.

Axios-ის ინფორმაციით, პენტაგონმა საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების სპარსეთის ყურეში გადასროლა ბოლო კვირების განმავლობაში გაააქტიურა. თეთრი სახლის მთავარი ამოცანა კი ამ სვლით პარტნიორების იმაში დარწმუნება იყო, რომ შტატები მათ საკვანძო ინფრასტრუქტურას დაიცავს.

სავარაუდოა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ აგვისტოში აშშ-მა ირანზე იერიში საუდის არაბეთის ტერიტორიიდან სწორედ იმიტომ ვერ მოახერხა, რომ მან უარი ერ-რიადისა და დოჰასაგან მიიღო. ოფიციალური უწყებები მიიჩნევდნენ, რომ შესაბამისი გარანტიების გარეშე საჰაერო სივრცის დათმობა დიდ რისკებს გააჩენდა. მაშინ სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა ის, რომ თეთრმა სახლმა პირდაპირი დარტყმების ნაცვლად არჩევანი ეკონომიკურ სანქციებსა და წნეხზე შეაჩერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები