მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ განიხილავს პარლამენტი ზოგადი განათლების კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით?

გივი მიქანაძე

განათლების მინისტრი აცხადებს, რომ განათლების რეფორმის პროცესი მხოლოდ ახლა იწყება და საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს მომავალი კვირიდან დაჩქარებული წესით განიხილავს.

გივი მიქანაძემ „იმედის“ ეთერში განმარტა - რატომ მოითხოვა მთავრობამ ზოგადი განათლების შესახებ კანონში ინიციირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება.

„მთავრობის ინიციატივით წარვადგინეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც დღეს პარლამენტის ბიუროზე მიიღეს და შესაბამის კომიტეტებს განსახილველად გადაეცათ. მომავალი კვირიდან დაიწყება განხილვები და ამ ცვლილებების მიღება დაჩქარებული წესით მოხდება. დაჩქარებული წესით იმიტომ, რომ ახლოვდება სტუდენტების მიერ რეგისტრაციისა და კონკრეტული უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების არჩევის პერიოდი, შესაბამისად დაჩქარებულად მიღების მოთხოვნა ამ მიზეზით არის განპირობებული, თუმცა ეს საფუძველი იმისაა, რომ დაიწყოს რეორგანიზაცია“, - განაცხადა მიქანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები