მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ განიხილავს შვეიცარიული UBS-ი სათავო ოფისის აშშ-ში გადატანას?

შვეიცარია

შვეიცარიული საბანკო სექტორის გიგანტი, UBS სათავო ოფისის ამერიკის შეერთებულ შტატებში გადატანას განიხილავს. არსებული ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და არსებობს რამდენიმე სცენარი, მათ შორის, რომელიმე მსხვილ ამერიკულ ბანკთან გაერთიანება. როგორც UBS-ის აღმასრულებელი დირექტორი, სერხიო ერმოტი აცხადებს, ბანკს მსგავსი ნაბიჯის გადადგმა არ სურს, თუმცა მას სხვა გზას შვეიცარიული მთავრობა არ უტოვებს.

რაც შეეხება კონკრეტულ მიზეზს, თუ რატომ გაუჩნდა UBS-ს შვეიცარიის დატოვების სურვილი, ეს დაკავშირებულია იმ ახალ რეგულაციასთან, რომელიც მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ყველა ბანკისთვის გამოსცა. საუბარია განკარგულებაზე, რომლის თანახმადაც ყველა საფინანსო ინსტიტუტმა საკუთარ რეზერვში ძირითად კაპიტალის 17% უნდა ჩადოს, რათა კრიზისულ შემთხვევაში ჩიხიდან გამოსვლა და საქმიანობის გაგრძელება შეძლოს. შვეიცარიული მთავრობის გადაწყვეტილება მსხვილი ბანკის, Credit Suisse-ის ჩამოშლასთანაა დაკავშირებული, რომლის გაკოტრებამაც ქვეყნის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დააზიანა.

თუ UBS-ი შვეიცარიაში დარჩება, მას ძირითად ძირითად კაპიტალში რეზერვის სახით დამატებით $26 მილიარდის ჩადება მოუწევს. ეს კი ბანკს გაფართოებისა და სხვა კომპანიებში ინვესტირების შესაძლებლობას შეუზღუდავს. სწორედ ამ შესაძლებლობის დაკარგვას ერიდება UBS და ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების წარუმატებლად დამთავრების შემთხვევაში კიდევ ერთ სცენარს - ლონდონში გადასვლას განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები