მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რატომ გავხდით ასეთი დამოკიდებული ქვეყანაზე, რომელთანაც ოკუპაციის რეჟიმში ვიმყოფებით?"

5d232eefc111a
სალომე მეცხვარიშვილი
08.07.19 15:55
1961
სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" ხელმძღვანელი ნინო კობახიძე მთავრობისგან ელოდება განმარტებებს, თუ რატომ გახდა საქართველოს ტურისტული სეზონი ასეთი დამოკიდებული ქვეყანაზე, რომელიც საქართველოს ოკუპაციის რეჟიმში ამყოფებს.

ამის შესახებ მან ქართული ბიზნესის წარმომადგენლებისა და მთავრობის წევრებს შორის შეხვედრის დაწყებამდე ე.წ. რუსულ ტურისტულ ემბარგოზე საუბრისას მედიასთან განაცხადა.

„შეხვედრაზე, სავარაუდოდ, იქნება ერთიანი სტრატეგიის განხილვა, როგორ შეიძლება ბიზნესი მიეხმაროს მთავრობას იმისთვის, რომ არ შეეტყოს მცირე და საშუალო ბიზნესს, განსაკუთრებით რეგიონებში ამ ნაკადის კრიტიკული შეფერხება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ აუცილებლად ტურისტული ემბარგოს გამო.

ეს იქნება სავარაუდოდ, ტურისტული ნაკადის ნახევარმილიონიანი გაუქმება, ამდენი ადამიანი აღარ ჩამოვა და ჯავშნები ამ კუთხით გაუქმდა. ეს ყველა ინდუსტრიაზე აისახება მეტნაკლებად, ზოგზე - პირდაპირ და ზოგზე - ირიბად.

ყველა ქართული ბიზნესი მზად არის, რომ მიეხმაროს სახელმწიფოს. ყველაზე მარტივად შეიძლება რომ მთელი რიგი წახალისება მოვახდინოთ, ჩვენი თანამშრომლების... რაღაც რესურსები ჩავდოთ, იმაში, რომ დავასვენოთ ჩვენი თანამშრომლები საქართველოში. ეს იქნება მარტივი ინტერვენცია, თუმცა გრძელვადიან პერიოდში გვინდა მოვისმინოთ ხელისუფლებისგან, რატომ მოხდა, რომ 2015 წელს მივიღეთ ასეთი მოჭარბებული ნაკადი მხოლოდ რუსეთიდან, რადგან მანამდე ამხელა ნაკადი არ იყო? რატომ გავხდით ასეთი დამოკიდებული ძალიან კრიტიკულ ქვეყანაზე, რომელთანაც ოკუპაციის რეჟიმში ვიმყოფებით? რა უნდა გავითვალისწინოთ ბიზნესმა და როგორ უნდა დავგეგმოთ ჩვენი ბიზნესსაქმიანობა იმისთვის, რომ კრიზისულ პერიოდში ეს არ აისახოს ჩვენს საქმიანობაზე", - განაცხადა ნინა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები