რუსეთის უდიდესი ავტომწარმოებელი AvtoVAZ-ი გაყიდვების რადიკალურად შემცირების ფონზე, სამუშაო დღეების შემცირებას გეგმავს.
როგორც ცნობილია, რუსულ ბაზარზე ავტომობილებზე მოთხოვნა წელს 25%-ით შემცირდა. იანვარ-მაისის მონაცემებზე დაყრდნობით, არსებობს მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე მანქანების გაყიდვები 1.1 მილიონ ერთეულამდე შემცირდება. თავად AvtoVAZ-მა 24%-იანი კლება განიცადა და გასულ თვეებში მხოლოდ 131,000 ავტომობილი გაყიდა.
გასაყიდად დარჩენილი 500,000 ავტომობილის ფონზე, კომპანიამ კრიზისთან გასამკლავებელი ზომების მიღება დაიწყო. კერძოდ, იგეგმება წარმოების გეგმის გადალაგება და სამუშაო დღეების შემცირება. AvtoVAZ-ში მოელიან, რომ წლის ბოლომდე გაყიდვები 25%-ით, 367,000 მანქანამდე შემცირდება.




























