საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარი-ივნისში, საქართველოდან ექსპორტირებულია 4.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1.9 ათასი ტონა მწვანილი. უწყების ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მწვანილის ღირებულება 3%-ით გაიზარდა. მწვანილის წარმოება 7000-დან -8 500 ტონის ფარგლებში მერყეობს და წლიდან წლამდე უმნიშვნელოდ იცვლება. მწვანილის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: უკრაინა, რუსეთი, მოლდოვა და რუმინეთი. მიღმა მწვანილის გაზრდილი ექსპორტისა, როგორია მიმდინარე ზაფხულის სეზონზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის მაჩვენებლები და ფასები?
სტუმარი: ვახტანგ ბეჟიტაშვილი - “ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე


































