მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გვაქვს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი? - მარინა ეზუგბაიას განმარტება

6131eb783ad68
ინგა მურუსიძე
03.09.21 13:39
14567
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად სიკვდილობის მაჩვენებელიც იმატებს და ამ კანონზომიერებას ვერ გავექცევით. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შემთხვევების რაოდენობაზეა დამოკიდებული მძიმე და კრიტიკული პაციენტების ხვედრითი წილი; როცა რაოდენობის მკვეთრი მატება ხდება, აქედან გამომდინარე ხდება მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობის მატებაც, ხოლო მძიმე და კრიტიკულ პაციენტებში სიკვდილობის მაჩვენებელიც იმატებს.

ეს ჩვეულებრივი კანონზომიერებაა, რომელსაც ვერ გავექცევით. როცა დაიწყო მეოთხე ტალღა და დაავადების მკვეთრი მატება, ამას მოhყვა ლეტალობის შემთხვევების მატებაც. ყველაზე მაღალი პიკი ახლა გვაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე ინფიცირებულთა რაოდენობის შემსუბუქებასთან ერთად, შეიძლება დაიწყოს ლეტალობის შემცირება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 86 მოქალაქე გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები