მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რატომ იდგა ირაკლი კობახიძე ჰამასის ლიდერების გვერდით სულ რამდენიმე თვის წინ?" - ჯო უილსონი

ირანი

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი მმართველი პარტიის შესახებ მორიგ "ტვიტს" აქვეყნებს. უილსონი აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე თვეების წინ იმავე ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერებს ხვდებოდა, ვინც დონალდ ტრამპს მოკვლით ემუქრებოდნენ.

"რატომ იდგა ირაკლი კობახიძე ისლამური რევოლუციის გვარდიის, ჰეზბოლას, ჰამასის ლიდერების გვერდით ირანში, სულ რამდენიმე თვის წინ? იმავე ტერორისტებთან, რომლებიც აქტიურად გეგმავდნენ დონალდ ტრამპის მკვლელობას და ამერიკას დაღუპვისკენ ყოველდღიურად უბიძგებენ?

ჩვენ თქვენ გხედავთ. ამერიკა არ გასულელდება", - წერს კონგრესმენი X-ზე.

მიმდინარე წლის ივლისში ირაკლი კობახიძე ირანში პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა. მანამდე, მაისში, კობახიძე ირანში ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები