რატომ იკავებს ბიზნესი ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობისგან თავს?
რა სტიმულებია საჭირო ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის გასააქტიურებლად?
ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებიდან სამი თვის თავზე პლატფორმაზე რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობამ 15-ს მიაღწია, მათ შორის, ბოლო პერიოდში ბირჟას ორი ფეროშენადნობთა საწარმო დაემატა. ვაჭრობის მხრივ კი აქტივობა კვლავ დაბალია და როგორც ცნობილია, აგვისტოში ბირჟაზე ვაჭრობა მხოლოდ 2 დღეს შედგა. ამ ფონზე კი სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე გენერაციის ობიექტებისთვის და მსხვილი მომხმარებლებისთვის ბირჟაზე სავაჭროდ რაიმე დამატებითი სტიმულები არაა საჭირო. მისი თქმით, მთავარი ფაქტორი, თუ რატომ შეიძლება კომპანიებმა ელექტროენერგია სწორედ ამ პლატფორმაზე იყიდონ, შედარებით დაბალი ფასია. ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში კი აცხადებენ, რომ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის არსებული კონცეფცია შეუთავსებელია ევროკავშირის მოთხოვნებთან. ამიტომ გაერთიანებაში იმედოვნებენ, რომ გახსნიდან ერთი წლის თავზე, ბირჟა სრულყოფილ ამოქმედებას შეძლებს.
სტუმარი: მერაბ ლომინაძე - კომპანია „თრეიდინგ სოლუშენსის“ მმართველი პარტნიორი;