მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ინტერესდებიან უცხოელები სწავლით საქართველოში?

უცხოელი სტუდენტების დაინტერესება ქართული უნივერსიტეტებისადმი სულ უფრო იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, 2023-2024 წლებში საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათმა რაოდენობამ 30.7 ათასი შეადგინა, რაც 22.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. განსაკუთრებული მოთხოვნა ჯანდაცვის მიმართულებებზე ფიქსირდება. Galt & Taggar-ის კვლევის თანახმად, მიმდინარე წელს მათი დანახარჯები 800 მლნ ლარს გადააჭარბებს.

გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, სფეროში არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ სპეციალისტები, თუმცა აღნიშნავენ, რომ ქვეყანას აქვს რესურსი განათლების ექსპორტი გაზარდოს და მეტი შემოსავალი მიიღოს. რატომ ირჩევენ უცხოელი სტუდენტები საქართველოს და როგორ მოქმედებს მათი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკაზე?

სტუმარი: დავით თოფურია - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები