კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. სააგენტოს ცნობით, ლურჯი მოცვის ბაზრის მონიტორინგი ფერმერთა მიერ პროდუქციის რეალიზაციის სირთულეების და ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, 2023 წლის 30 ივნისს დაიწყო.