მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ირჩევენ ქართველი მეწარმეები კვიპროსს? — საგადასახადო ოპტიმიზაცია და ევროპული პერსპექტივა

რატომ ირჩევენ ქართველი მეწარმეები კვიპროსს? — საგადასახადო ოპტიმიზაცია და ევროპული პერსპექტივა
04.02.26 10:00
1787

თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში ბიზნესის იურისდიქციის შერჩევა აღარ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაწყვეტილება — ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი საგადასახადო ოპტიმიზაციისა და ახალ ბაზრებზე დაბალი რისკით, უსაფრთხოდ, შესვლისთვის. ამ კონტექსტში კვიპროსი, რომელიც 2004 წლიდან ევროკავშირის წევრია, საერთაშორისო ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად რჩება.

Pen Hill Advisors-ის გუნდი, რომელსაც სექტორში 10-წლიანი გამოცდილება აქვს, ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს კვიპროსზე რელოკაციისა და ბიზნესის გაფართოების სრულ ციკლს სთავაზობს.

რატომ ირჩევენ საერთაშორისო კომპანიები კვიპროსს?

კუნძულის მთავარი უპირატესობა ინგლისურ საერთო სამართალზე (Common Law) დაფუძნებული სამართლებრივი სისტემაა, რაც ინვესტორებს პროგნოზირებად გარემოსა და აქციონერთა უფლებების მაღალ დაცულობას ჰპირდება. ამას ემატება ევროკავშირის 450-მილიონიან ბაზარზე თავისუფალი წვდომა და კონკურენტუნარიანი საგადასახადო სისტემა:

  • კორპორაციული გადასახადი: 15%;
  • IP Box რეჟიმი: ტექნოლოგიური კომპანიებისთვის მოგების გადასახადი 2.5%-მდე მცირდება;
  • Non-Dom სტატუსი: უცხოელი ინვესტორების გათავისუფლება დივიდენდების დაბეგვრისგან 17 წლის ვადით.

ქართველი თანამშრომლების დასაქმება და ერთად რელოკაცია

კვიპროსის კანონმდებლობა ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ლეგალურად დაასაქმოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან.

ამისთვის კომპანიამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რაც, პირველ რიგში, კვიპროსულ საბანკო ანგარიშზე 200,000 ევროს ოდენობის საწესდებო კაპიტალის განთავსებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა არ არის „გაყინული“ — ის სრულად ხელმისაწვდომია კომპანიის საოპერაციო ხარჯებისთვის.

ავტორიზაციის შემდეგ, კომპანია უფლებამოსილია დაასაქმოს ქართველი სპეციალისტები (მინიმალური ხელფასი €2,500), რომლებსაც შეუძლიათ კვიპროსში ოჯახთან ერთად გადასვლა. მათზე გაიცემა ევროპული ბინადრობის ნებართვა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მუდმივი ბინადრობისა და მოქალაქეობის მიღების წინაპირობაა. აღსანიშნავია, რომ კვიპროსის ბინადრობა ავტომატურად გულისხმობს წვდომას ევროპულ საბანკო ანგარიშებზე, რაც წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და მათი სრული ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა.

Pen Hill Advisors — თქვენი "One-Stop Shop" პარტნიორი

Pen Hill Advisors-ი კლიენტებს სთავაზობს სრულ მხარდაჭერას ერთ სივრცეში:

  • ბიზნესის რეგისტრაცია და ლიცენზირება: მათ შორის ფინტექის (EMI) და გეიმინგის სექტორებში.
  • იმიგრაცია და HR: თანამშრომელთა სამუშაო ნებართვების მოპოვება და ოჯახების რელოკაცია.
  • ფინანსური მართვა: ბუღალტერია, აუდიტი და საბანკო ანგარიშების მართვა.
  • ქართულენოვანი სერვისი: მომსახურებას ეწევიან როგორც კვიპროსში, ისე საქართველოში აკრედიტებული ადვოკატები.

კვიპროსი დღეს რეალური შესაძლებლობაა იმ ქართული ბიზნესებისთვის, რომლებიც ევროპულ მასშტაბირებას გეგმავენ. Pen Hill Advisors-თან თანამშრომლობით, თქვენ იღებთ საიმედო პარტნიორს, რომელიც უკვე თანამშრომლობს ათეულობით ქართულ კომპანიასთან, და რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის წარმატებულ ინტეგრაციას ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ გარემოში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ბროშურას.

კონსულტაციისთვის დაუკავშირდით Pen Hill Advisors-ის გუნდს: [email protected]




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები