მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ირჩევს ბიზნესი ევროპას? - პრეზიდენტი კერძო სექტორს შეხვდა

ევროკავშირთან დაახლოება ბიზნესისათვის ნიშნავს როგორც თავად ბიზნესის, ასევე, მომხმარებლის მეტ დაცულობას - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში სტარტაპერებთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ. ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. რას ნიშნავს ბიზნესისთვის კანდიდატის სტატუსი და რატომ უნდა ავირჩიოთ ევროპა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები