ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია “ეკონომიკური ამნისტიის” ინიციატივას ამუშავებს, რომელიც იმ კომპანიებს უნდა შეეხოს, რომლებსაც ჯარიმები და პირგასამტეხლოები აქვთ დაკისრებული. ბიზნესი ამბობს, რომ შედეგად გაჯანსაღდება კომპანიების ფინანსური ბალანსი, რაც მათ კომერციულ ბანკებთან ურთიერთობასაც გაუმარტივებს. კერძო სექტორმა აღნიშნული ინიციატივა გასულ კვირას მთავრობის წევრებთან შეხვედრაზეც დააყენეს. რატომ დაგროვდა სექტორში საკმაოდ სოლიდური ფინანსური სანქციები, უკავშირდება თუ არა ეს სახელშეკრულებო ურთიერთობებს და როგორია სექტორის პოზიცია ამასთან დაკავშირებით.


































