მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ითვლება ალასკური თევზეული პრემიალურ პროდუქტად (R)

60b72de3238b7
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.21 11:09
584
ყოველ დილით, როცა ალასკელი მეთევზეები სათევზაოდ გამოდიან, იციან: დღეს თევზი ისე უნდა დაიჭირონ, რომ ხვალ მისი რაოდენობა არ შემცირდეს. ეს იმისთვისაა საჭირო, რათა მომავალი თაობებისთვის რესურსი შენარჩუნდეს.

თევზმჭერებისთვის მკაცრი კვოტების სისტემა წყლის რესურსების მიმართ გააზრებულ მიდგომას უზრუნველყოფს. აქაური თევზის ექსპორტი პირდაპირაა დამოკიდებული დაჭერილი თევზის რაოდენობაზე, ეს კი ყოველწლიურად ცვალებადი რიცხვია.

ალასკის რეგიონში აკვაკულტურა აკრძალულია. აქ ვერ შეხვდებით ხელოვნურად გამოყვანილი თევზის ფერმებს. ალასკის თევზის განსაკუთრებული ღირებულებაც სწორედ ისაა, რომ მის განვითარებაზე ადამიანს მინიმალური გავლენა მოუხდენია.

ძირითადი თევზჭერა ბერინგის ზღვასა და ალასკის ყურეში მიდის. ცივილიზაციისაგან მოშორებული რეგიონის აკვატორიის სისუფთავეზე აშშ განსაკუთრებით ზრუნავს. აქაურ თევზს ანტიბიოტიკები თუ საკვები დანამატები არ სჭირდება, ის საკუთარ თავს თავად ზრდის. სწორედ ამიტომაც ითვლება ალასკური თევზმჭერი კომპანიების თევზეული პრემიუმ-პროდუქტებად.

საერთაშორისო ტენდენციები მიგვანიშნებს, რომ მსოფლიოში თევზზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. საშუალო სტატისტიკური მომხმარებელი ევროპაში წლის განმავლობაში 22 კგ თევზს ყიდულობს. უკანასკნელი 60 წლის მანძილზე ეს რიცხვი დაახლოებით ორჯერ, 9კ-დან 22კგ-მდე გაიზარდა. ამ ხნის განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი რთავს თევზს ყოველდღიურ რაციონში.



ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, სულ უფრო და უფრო იზრდება მსოფლიო ბაზარზე ფერმაში გაზრდილი თევზის წილიც. ალასკის ზღვის პროდუქტების მარკეტინგის ინსტიტუტის ექსპერტების შეფასებით, 2030 წლისთვის დაჭერილი თევზის 70% სწორედ ფერმებში იქნება მოყვანილი.

აკვაკულტურის განვითარება, ერთი მხრივ, დააკმაყოფილებს მომხმარებელთა გაზრდილ მოთხოვნილებებს და ბაზარს, ფასის მხრივ, ხელმისაწვდომ პროდუქტს შესთავაზებს, მეორე მხრივ კი გარეული თევზი ე.წ. პრემიალური, იშვიათი საქონლის რანგში გადაინაცვლებს.

ალასკის თევზმჭერი კომპანიები სწორედ გარეულ, პრემიალური ხარისხის თევზეულს აწარმოებენ.

იმავე გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის კვლევაში მითითებულია საქართველოს მონაცემიც თევზის მოხმარების შესახებ ერთ სულ მოსახლეზე წლის განმავლობაში - მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი ევროპის მაჩვენებელს ბევრად ჩამორჩება და 7კგ-ს შეადგენს, ზრდის პერსპექტივა მაინც შეუქცევადია, რაზეც შიდა ბაზრის ტენდენციებიც მიუთითებს.

თევზეულის პოპულარიზაციას, მეორე მხრივ, კორონავირუსის პანდემიამაც შეუწყო ხელი. მას მერე, რაც ადამიანებს იმუნიტეტის გაძლიერებისა თუ დაავადების შემდეგ მისი აღდგენის აუცილებლობა გაუჩნდათ.

ექიმები და დიეტოლოგები რაციონში ხილისა და ბოსტნეულის გარდა, მეტი თევზის ჩართვის რეკომენდაციასაც იძლევიან. ომეგა 3, რომლითაც ზღვის პროდუქტებია მდიდარი, სრულფასოვანი ცხიმოვანი მჟავებითაა გაჯერებული. განუსაზღვრელია მისი დადებითი გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, მხედველობაზე, იმუნიტეტსა თუ ორგანიზმის სხვა ფუნქციებზე.
საქართველოში მომხმარებელი ძირითადად იმპორტირებულ პროდუქტს ყიდულობს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი აშშ-ია, სადაც თევზის მწარმოებელი ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი მოთამაშე ალასკის შტატია. ალასკის თევზმჭერი კომპანიების მიერ წარმოებული თევზის უდიდეს ნაწილს ველური ორაგულის სხვადასხვა სახეობა შეადგენს. ესენია ღურკანა, კეტა, კიჟუჩი, ჩავიჩა და წითელი ორაგული.

ქართველ მომხმარებელს ალასკური პრემიალური თევზის შეძენა დიდ სუპერმარკეტებში შეუძლიათ.
(R)


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები