მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ითხოვს იან მალქოლმ ჰოქი 40 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურებას?

BM.GE
18.02.22 15:01
930
თიბისი ბანკის აქციონერი იან მალქოლმ ჰოქი თიბისის ხელმძღვანელობას მიმართავს და აქციონერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ბანკისთვის მიყენებული 40 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. დღეს ამ თემაზე პრესკონფერენცია გამართა იან მალქოლმ ჰოქის ადვოკატმა დიმიტრი ტორაძემ. 

მანამდე თავად იან მალქოლმ ჰოქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოთხოვნილია აქციონერ მამუკა ხაზარაძისა და აქციონერ ბადრი ჯაფარიძის მიერ ბანკიდან უკანონოდ წაღებული ფულის უკან დაბრუნება და მათი არალეგალური სქემებიდან ბანკისთვის და მისი აქციონერებისთვის მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურება. 

დღეს გამართულ თითქმის ერთ საათიან პრესკონფერენციაზე მედიამ ვერ მიიღო პასუხი ერთ ძალიან მარტივ კითხვაზე - როდიდან არის იან მალქოლმ ჰოქი თიბისის აქციონერი? 

დიმიტრი ტორაძე ამტკიცებს, რომ ეს საკითხი არ არის მნიშვნელოვანი და ამიტომ, თავად ამ თარიღით არც კი დაინტერესებულა. “ძველი და ახალი აქციონერი არ არსებობს. ნუ ეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში” - ამბობს დიმიტრი ტორაძე და ხაზს უსვამს, რომ თიბისის აქციები იან მალქოლმ ჰოქმა ლონდონის ბირჟაზე შეიძინა. 

2008 წელს თიბისი აიპიოზე გასული არ ყოფილა.

რატომ ფიქრობს იან მალქოლმ ჰოქი რომ დაზარალდა, როცა 2008 წელს ბანკს IPOც არ ქონდა გაკეთებული და ბირჟაზე მხოლოდ 5 წლის მერე გავიდა? 

სტუმარი: დიმიტრი ტორაძე - ადვოკატი;





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები