მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იყიდა სებ-მა $10 მლნ - რომან გოცირიძის ვერსია

5be5fb7812950
თელარა გელანტია
10.11.18 12:00
1459
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ facebook-ის პირად გვერდზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 10 მლნ დოლარის შესყიდვას ეხმაურება.

გოცირიძე ცენტრალური ბანკის ინტერვენციას „საოცარ ნაბიჯად“ აფასებს.

Bm.ge დეპუტატის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ეროვნულმა ბანკმა საოცარი ნაბიჯი გადადგა: გაუფასურებული ლარის პირობებში აუქციონზე 10 მილიონი დოლარი იყიდა, ანუ მიმოქცევაში 27 მილიონი ლარი გაუშავა, ანუ ლარის დასუსტებაზე იმუშავა. აბსურდია ხომ? კი, მაგრამ ამას აქვს თავისი საფუძველი: უცხოური ვალუტის რეზერვებში კლებაა (საგარეო ვალების მომსახურების გამო), ხოლო სავალუტო ფონდთან არის შეთანხმება წლის ბოლომდე რეზერვების განსაზღვრულ ოდენობამდე შენარჩუნების შესახებ. ამიტომ, ეროვნული ბანკი იძულებულია, ამ მძიმე დროს ამ ფორმით შეავსოს რეზერვები.

ლარი რეზერვებთან დაკავშირებული შეთანხმების მძევალი გახდა.

რეზერვები კი, ხუთი წლის წინანდელ დონემდე იმიტომაა გაყინული, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვერ ახდენს მის გენერირებას. ამ წუთას ამის მიზეზი ბიუჯეტის ხარჯებში არსებული ჩამორჩენაცაა. დაიგვინა ინფრასტუქტურისათვის განკუთვნილმა რამდენიმე ასეულმა მილიონმა დოლარმა, რომლის ნაწილი რეზერვებშიც აისახებოდა.
აი, ერთი მაგალითი, თუ რა გავლენა აქვს ეკონომიკას და ბიუჯეტს ლარზე“, - წერს დეპუტატი რომან გოცირიძე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები